Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელმა უფლებადამცავმა შიმშილობა გამოაცხადა


ცნობილმა ირანელმა უფლებადამცავმა, ადვოკატმა რაზრინ სოთუდეჰმა შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ ის ერთკაციან საკანში ჰყავთ მოთავსებული მისი მიმართ გამოთქმული ეჭვის მიზეზით, რომ მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწეოდა. სოთუდეჰის ქმარმა „ასოსიეტიდ პრესს“ განუცხადა, რომ შიმშილობა დაკავებულმა 25 სექტემბერს დაიწყო. სოთუდეჰი ადვოკატია რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტისა, რომლებსაც 2009 წლის არჩევნების შემდეგ არეულობაში წაქეზება ედებათ ბრალად.
XS
SM
MD
LG