Accessibility links

logo-print

აშშ-მა პაკისტანელი სამხედროების დახოცვის გამო ბოდიში მოიხადა


აშშ-ის ელჩმა პაკისტანში ბოდიში მოიხადა ახლახან აშშ-ის შვეულმფრენის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ორი პაკისტანელი სამხედროს დაღუპვის გამო ავღანეთის საზღვართან. თავის განცხადებაში, ენ პეტერსენი ამბობს, რომ ერთობლივი გამოძიების თანახმად, აშშ-ის შვეულმფრენს სამხედროები აერია მეამბოხეებში, რომლებსაც მისდევდა. აშშ-ის და ნატოს ჯარების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა თქვა, რომ პაკისტანის სამხედროებთან ერთად მუშაობაა საჭირო, რათა ასეთი ინციდენტი აღარ მოხდეს. ამ შემთხვევის შემდეგ, 30 სექტემბერს, პაკისტანმა გადაკეტა სასაზღვრო პუნქტი, საიდანაც ავღანეთში საერთაშორისო ჯარი მარაგდება. მას მერე არერთი თავდასხმა მოეწყო ნატოს ავტოკოლონებზე. დღეს შეიარაღებულმა პირებმა 30 საწვავმზიდს წაუკიდეს ცეცხლი და ერთი მძღოლი მოკლეს.
XS
SM
MD
LG