Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ავრცელებს ცნობას თალიბანის რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ


ნატო ავრცელებს ცნობას ავღანეთის ჩრდილოეთში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შედეგად თალიბანის ლიდერისა და მისი შვიდი თანამებრძოლის მოკვლის შესახებ. ალიანსის განცხადების თანახმად, ოთხშაბათს, ტახარის პროვინციაში საჰაერო თავდასხმისას მოკლეს მაულავი ჯავადულა. მას ბრალი ედებოდა კუნდუზის პროვინციაში პოლიციის შენობაზე ბოლოდროინდელ თავდასხმასა და 10 ავღანელი პოლიციელის მკვლელობაში მონაწილეობა. ამას გარდა, ნატო აცხადებს, რომ ოთხშაბათს განხორციელებული კიდევ ერთი ოპერაციის დროს მოკლეს ჩრდილოდასავლეთში მდებარე ბადღის პროვინციის ”ჩრდილოვანი” მმართველი მულა ისმაილი და ამავე პროვინციაში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი.
XS
SM
MD
LG