Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დედაენის საზოგადოება” ქართული ენის დაცვაზე იზრუნებს


”დედაენის საზოგადოება” - ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვისაც ქართული ენის სიწმინდეზე გული შესტკივა და რომლებიც ენის გადარჩენისა და განვითარების კონცეფციაზე იმუშავებენ.
საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე, შესაძლოა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყოს. დედაენის საზოგადოების დამფუძნებლები კი არიან ლიტერატორი თამაზ კვაჭანტირაძე, საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა გაჩეჩილაძე და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე. საზოგადოებას მუშაობის დასაწყებად, შემოწირულობების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედიც აქვს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG