Accessibility links

logo-print

თეთრმა სახლმა ხელი შეუშალა მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელებას


პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დანიშნული კომისიის განცხადებით, თეთრმა სახლმა ხელი შეუშალა ამერიკელ მეცნიერებს საზოგადოებისთვის სრული მასშტაბით ეცნობებინათ მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის მოსალოდნელი შედეგი. ოთხშაბათს გამოქვეყნებული სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ნავთობის ჩაღვრის შემსწავლელი ეროვნული კომისია ადგენს, რომ აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა უარით უპასუხა საოკეანო და ატმოსფერული ეროვნული ადმინისტრაციის მოთხოვნას საზოგადოებისთვის ეცნობებინათ ყველაზე ცუდი სცენარის შესახებ, რაც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
XS
SM
MD
LG