Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში რამდენიმე ათეული სამხედრო დაიღუპა


სამხედროების ცნობით, 34 ტაჯიკი სამხედრო დაიღუპა ორი ინციდენტის შედეგად ქვეყნის სამხრეთში, სადაც ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. თუმცა, ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობაზე გაცილებით მცირე მონაცემს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, ნაციონალური გვარდიის ოთხი წევრი დაიღუპა ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა. სამხედრო წყაროების თანახმად კი, ოთხშაბათს რაშტის ველზე ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 28 სამხედრო დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად კი მეამბოხეთა მიერ განხორციელებული თავდასხმა სახელდება. ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია ნაღმის აფეთქების შედეგად კიდევ 6 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG