Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტომა აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობის გამო: ”ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს წვლილის გამო ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში. ISAF-ის მონაწილე შვიდასორმოცდაათი ქართველი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდამხარ მსახურობს, კიდევ 200 ჯარისკაცი - კი საფრანგეთის ჯარებთან ერთად. ისინი ეხმარებიან ავღანელებს უფრო უსაფრთხო, სტაბილური და უზრუნველყოფილი მომავლის მშენებლობაში და იღვწიან ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ღრმად დაგვამწუხრა გასულ კვირაში ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ და კიდევ უფრო ადრინდელმა მსხვერპლმა. მსურს გამოვხატო თანაგრძნობა და მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი ჩვენი საერთო მსხვერპლისა და დანაკარგის გამო” - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG