Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მარიო ვარგას ლიოსას მიენიჭა


ლიტერატურის დარგში ნობელის 2010 წლის პრემია მიენიჭა პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას. 74 წლის მწერალი მთელს მსოფლიოშია ცნობილი რომანებით „ხულია დეიდა და მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“, „საუბრები ტაძართან“. როგორც ნობელის კომიტეტის მდივანი, პეტერ ენგლუნდი აღნიშნავს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მარიო ვარგას ლიოსას ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი თემაა ამბოხი, ბრძოლა ჩაგვრის წინააღმდეგ და მარცხი. „ის, არსებითად, მთხრობელია, ამბებს გვიყვება - თუმცა სრულიად, სრულიად განსაკუთრებული მთხრობელი, რომელმაც ამბის მოყოლის ახალ ლიტერატურულ გზებს მიაკვლია", ამბობს ენგლუნდი და ამატებს, რომ მარიო ვარგას ლიოსას რომანები "კომპოზიციის მხრივ, ხშირად არის ძალიან კომპლექსური. ის ოსტატობას ავლენს, როცა საქმე ეხება დიალოგებს, დროის მონაკვეთების ან პერსონაჟების ცვლას, მუდამ მასშტაბური სურათის ძიებაში“. მარიო ვარგას ლიოსას, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, მიიჩნევდნენ ნობელის პრემიის კანდიდატობის ერთ-ერთ ფავორიტ მწერლად, პოლიტიკური კარიერის მცდელობაც ჰქონდა: 1990 წელს მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ გამარჯვება მაშინ ალბერტო ფუხიმორის ერგო.





1990 წელს მარიო ვარგას ლიოსამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ გამარჯვება მაშინ ალბერტო ფუხიმორიმ მოიპოვა.
XS
SM
MD
LG