Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში დაღვრილმა ტოქსიკურმა შლამმა მდინარე დუნაის შენაკადს მიაღწია


უნგრეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, წითელმა ტოქსიკურმა შლამმა, რომელიც ალუმინის ქარხანაში ავარიის შედეგად გადმოიღვარა და ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მდინარე დუნაის ერთ-ერთ შენაკადს მიაღწია, რაც მდინარის ეკოსისტემის დაბინძურების საფრთხეს ქმნის. უნგრეთში ეკოლოგიურ კატასტროფასთან ბძროლის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, წითელმა შლამმა მიაღწია მოსონი-დუნას შენაკადს, რომელიც ათამდე კილომეტრით არის დაშორებული დუნაის მთავარი წყალსავალი გზიდან. წითელი ტოქსიკური შლამი ორშაბათს დაიღვარა დასავლეთ უნგრეთში, ქალაქ აიკაში მდებარე ალუმინის ქარხანაში ავარიის შედეგად. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ურბანმა დღეს, ავარიის ადგილზე ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ავარიის შედეგები შესაძლოა, გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდეს: "ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფა, მაგრამ არ ვიცით მისი მასშტაბი. მაგრამ ის სერიოზულია, დიდია და, მდინარეეობის გამო, გარკვეული ზეგავლენა აქვს აქედან ათობით კილომეტრის დაშორებითაც“. ექსპერტები შიშობენ, რომ ტოქსიკური შლამის დაღვრას მოჰყვება რეგიონული ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც საფრთხეს უქმნის დუნაის - ევროპაში სიგრძით მეორე მდინარის - მთელს ეკოსისტემას.
XS
SM
MD
LG