Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ავღანეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა გერმანელი ჯარისკაცი


ავღანეთში გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. იუწყებიან ასევე, რომ დაიჭრა ექვსი სამხედრო მოსამსახურე. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი მათგანი სერიოზულად არის დაჭრილი. გერმანია 4500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი ავღანეთში, რაც სიდიდით მესამე კონტინგენტია ნატოს მრავალეროვანი ჯარების შემადგენლობაში.
XS
SM
MD
LG