Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტს, ჯეფრი გედმინს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. „არ არსებობს თავისუფლება თავისუფალი მედიის გარეშე. თავისუფალ პრესას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის,“ თქვა გედმინმა ორასამდე სტუდენტისა და პედაგოგის წინაშე გამოსვლისას. მან ისაუბრა სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის მშენებლობის პრობლემებზე. შეეხო თავისუფალი პრესის როლსა და რადიო თავისუფლების ისტორიულ წვლილს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთა შორის არიან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეჟინსკი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს-გალი. საქართველოში ვიზიტისას ჯეფრი გედმინს თან ახლავს აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს ორი წევრი, დენის მულჰაუპტი და ვიქტორ ეში.
XS
SM
MD
LG