Accessibility links

logo-print

აშშ-ის უსაფრხოების კონტრაქტორები ფულს თალიბანს აწვდიდნენ


ამერიკული ფული, რომელიც ავღანეთში უსაფრთხოების კერძო კონტრაქტორების დაქირავებისათვის იყო გამოყოფილი, ზოგ შემთხვევებში თალიბანისა და მეამბოხეთა ლიდერების ხელში აღმოჩნდებოდა. ამის შესახებ აშშ-ის სენატის კომიტეტის მოხსენებაშია ნათქვამი. დასკვნის მიხედვით, კონტრაქტორები არასაკმარისად ამოწმებდნენ დაქირავებულებს და არ ჰქონდათ სათანადო წვრთნის სისტემა. მოხსენება თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ასახელებს პასუხისმგებლად არასაკმარისი კონტროლისათვის.
XS
SM
MD
LG