Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალაში შევიდა გამკაცრებული კანონი პორნოგრაფიის შესახებ


დღეიდან ძალაში შევიდა გამკაცრებული კანონი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვის შესახებ. ახალი ნორმების მიხედვით, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენისათვის სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. აქამდე ისჯებოდა მხოლოდ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან შენახვა. ახალი კანონის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებსაც შეებათ. ამიერიდან კერძო ოფისში თანამშრომლის კომპიუტერში გასავრცელებლად აღმოჩენილმა პორნოგრაფიულმა მასალამ შესაძლოა თავად ფირმის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG