Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამკაცრდა კანონი კიბერდანაშაულის შესახებ


ძალაში შევიდა კიბერდანაშაულთან დაკავშირებული გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები. დღეიდან კიბერდანაშაულზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა, მათ შორის პაროლით და კერძო კომუნიკაციის გაცნობა. ასევე, იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა და გავრცელება. იკრძალება ასევე კომპიუტერულ სისტემაში კერძო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.
XS
SM
MD
LG