Accessibility links

logo-print
8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა მიმდინარე კვირაში ათეულობით მცირე მოვაჭრის დაკავების უსაფუძვლობაზე. ჯანიაშვილი თვლის, რომ სახელმწიფოს გაცილებით ლმობიერი დამოკიდებულება აქვს იმ მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებთან, ვისაც ბიუჯეტის მიმართ მილიონობით დავალიანება დაუგროვდა, ვიდრე მან მცირე მოვაჭრეების მიმართ გამოიჩინა.
XS
SM
MD
LG