Accessibility links

logo-print

თვითგამოცხადებული აფხაზეთი კლინტონს "ზედაპირულობას" საყვედურობს


ჰილარი კლინტონის მოწოდება რუსეთის მიმართ, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და 2008 წლის ომის შედეგების მიმართ, - ზედაპირულ და მიკერძოებულ მიდგომას აჩვენებს, - ნათქვამია თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის მთავრობა" კლინტონის ამ ერთმნიშვნელოვანი განცხადების გამო შეშფოთებულია და იძულებულია, ჟენევის დისკუსიებზე საკუთარი პოზიციის კორექტირება მოახდინოს. "კლინტონის ამგვარი განცხადების პასუხად, აფხაზური მხარე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სთავაზობს, უფრო გასაგებად ახსნას სიტყვები "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია" და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG