Accessibility links

logo-print

აფხაზეთში მეჩეთის დაცხრილვას მსხვერპლი მოჰყვა


ერთი კაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა აფხაზეთში მეჩეთის დაცხრილვის შედეგად. თვითგამოცხადებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა პარასკევ დილით გუდაუთაში მოხდა. უცნობებმა მეჩეთს ცეცხლი მოძრაობაში მყოფი ავტომობილიდან გაუხსნეს. დაზარალდნენ სალოცავის ეზოში მყოფი ადამიანები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
XS
SM
MD
LG