Accessibility links

logo-print

ჰოლანდიას ეყოლება მთავრობა, რომელსაც ანტიისლამური პარტია ემხრობა


ჰოლანდიის დედოფალმა ბეატრიქსმა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერ მარკ რიუტეს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. გარდა სახალხო პარტიისა, მთავრობაში შევლენ ქრისტიან-დემოკრატებიც. ცნობილია ისიც, რომ ნაცვლად 27-ისა, ჰოლანდიის ახალ კაბინეტში მინისტრების რაოდენობა 20-მდე შემცირდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში კოალიციურ პარტიებს არ აქვთ უმრავლესობა პარლამენტში, რის გამოც მათ პუპულისტური პარტია „თავისუფლების“ დეპუტატთა მხარდაჭერა დასჭირდებათ. პარტია „თავისუფლება“ და მისი ლიდერი ჰეერტ ვილდერსი ცნობილია ანტიისალმური რიტორიკით. ჰოლანდიის ახალი მთავრობის შემდაგენლობა მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG