Accessibility links

logo-print

დავით გარეჯის ერთ-ერთ ლავრას საფრთხე დაემუქრა


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ზედა ნაწილის გადარჩენაზე თბილისში მსჯელობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ექსპერტები და რესტავრატორები. კლდის დაშლის ბუნებრივმა პროცესმა სატრაპეზოს ფასადი 5 ოქტომბერს დააზიანა და საფრთხე შეუქმნა სამონასტრო კომპლექსის ზედა ნაწილში მდებარე ლავრას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, კლდის დაშლის ბუნებრივი პროცესის სრულად შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ სპეციალისტები იმსჯელებენ ზომებზე, რომელთა მიღების შემდეგაც განსაკუთრებით ღირებული არქიტექტურა უნდა გადარჩეს. ვითარების სრულად შესწავლის შემდეგ, ბერების სენაკებში დაცული უნიკალური ფრესკების ნაწილი შესაძლოა, კედლებიდან ჩამოხსნან და მუზეუმში გადაიტანონ. ამასთან, ნიკა ვაჩეიშვილმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG