Accessibility links

logo-print

ოკუპირებულ გალში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა


დღეს გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. ოკუპირებული გალიდან დაბრუნებულმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, კრიმინალურ ფაქტებსა და საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ტრადიციულ საკითხებზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრეს. შოთა უტიაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ აფხაზური და რუსული მხარეები პირობას ასრულებენ და გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას პრობლემებს არ უქმნიან. რაც შეეხება პედაგოგებს, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, წესით, პრობლემები არც მათ უნდა შეექმნათ. შოთა უტიაშვილის ცნობით, ენგურის ხიდთან რეჟიმი კვლავ გამკაცრებულია, თუმცა, მოქალაქეების მიმოსვლა არ შემწყდარა.
XS
SM
MD
LG