Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის მთავრობა: ტოქსიკური შლამი დუნაის არ უქმნის ბიოლოგიური კატასტროფის საფრთხეს


უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ტოქსიკური შლამი, რომელიც ამ ოთხი დღის წინ დაიღვარა ალუმინის ქარხანაში ავარიის შედეგად, ბიოლოგიური ან ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს არ უქმნის მდინარე დუნაის. ბუდაპეშტის მონაცემებით, დაბინძურების მაჩვენებლები შემცირებულია. გარემოს დაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ოთხ დღეში მას შემდეგ, რაც წითელი ტოქსიკური შლამი დაიღვარა, შემოწმებამ აჩვენა, რომ წყლის ხარისხი დუნაიში თითქმის ნორმალურ მაჩვენებელზეა. ავარიამ, რომელიც აიკაში, ბუდაპეშტის დასავლეთით, 160-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქში მოხდა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარემოს დამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინპისის“ განცხადებით, ტოქსიკური შლამი რამდენიმე ელემენტის, მათ შორის ვერცხლისწყლის მოულოდნელად მაღალი შემცველობით გამოირჩევა და უნგრეთის მთავრობა არ ამხელს ინფორმაციას შლამის ტოქსიკურობის ხარისხის შესახებ.
XS
SM
MD
LG