Accessibility links

logo-print

მსოფლიოში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩინელი დისიდენტისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას


მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ქებით მოიხსენიებენ ჩინელ დისიდენტ ლიუ სიაობოს, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა. ნობელის პრემიის შარშანდელმა ლაურეატმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ლიუს შექებასთან ერთად, ჩინეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს დისიდენტი, რომელიც ამჟამად პატიმრობას იხდის. ლიუსთვის ნობელის პრემიის მინიჭება დადებითად შეაფასა ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმაც, ისევე როგორც ტიბეტელთა სულიერმა ლიდერმა, ემიგრაციაში მყოფმა დალაი ლამამ, რომელსაც იმედი აქვს, რომ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება რეფორმებისაკენ უბიძგებს ჩინეთს.
XS
SM
MD
LG