Accessibility links

logo-print

პაკისტანში ნატოს სატვირთოებს კვლავ დაესხნენ თავს


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში კვლავ განხორციელდა თავდასხმა საწვავით დატვირთულ კოლონაზე. ტვირთები განკუთვნილია ავღანეთში განლაგებული ნატოს ძალებისათვის. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მეამბოხეებმა დაწვეს საწვავით სავსე დაახლოებით 30 ცისტერნა ქალაქ სიბის სიახლოვეს. ამასთან სულ მცირე ერთი მცველი დაიჭრა. ბოლო კვირის განმავლობაში ეს არის ნატოს კუთვნილ ავტოკოლონაზე განხორციელებული მეექვსე თავდასხმა. გასულ კვირაში პაკისტანმა განაცხადა, რომ ოფიციალურად ჩაკეტა სატრანსპორტო დერეფანი ნატოს ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების გამო, რომლის შედეგად სასაზღვრო რაიონში სამი პაკისტანელი სახმედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამასთან, მეორე, პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სატრანსპორტო დერეფენი, კვლავ ღიაა.
XS
SM
MD
LG