Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიდერობს


მალტის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის „F“- ჯგუფის სიის სათავეში მოექცა. 8 ოქტომბერს თბილისის ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრება დიდი გაჭირვებით, 1:0 სძლია მალტის ნაკრებს. გამარჯვების გოლო მატჩის დამატებულ დროში დავით სირაძემ გაიტანა. ამავე ქვეჯგუფში საბერძნეთმა 1:0 დაამარცხა ლატვიის ნაკრები და ასევე ხუთი ქულით, ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 12 ოქტომბერს გამართავს.
XS
SM
MD
LG