Accessibility links

logo-print

ავღანეთში ოთხი იტალიელი ჯარისკაცი მოკლეს


ნატოს ძალების ოთხი იტალიელი დაიღუპა დღეს ავღანეთის დასავლეთში მემბოხეების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. ალიანსის სარდლობის ცნობით აფეთქება ფარახის პროვინციაში მოხდა. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები ნაღმზე მაშინ აფეთქდნენ, როდესაც საბრძოლო დავალებსი შესრულების შემდეგ, გულისტანის უდაბნოდან ბრუნდებოდნენ. ოქტომბრის თვეში ნატოს სარდლობით მოქმედმა მრავალეროვნულმა კოალიცურმა ძალებმა 16 სამხედრო მოსამსხურე დაკარგეს. სულ კი მიმდინარე წლის განმავლობაში ნატოს ძალების დანაკარგი ავღანეთში სულ ცოტა 540 კაცს აღწევს.
XS
SM
MD
LG