Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ქალაქ კოლონტარის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა


უნგრეთის ხელისუფლებამ ეკოლოგიური კატასტროფის რაიონში მდებარე ქალაქ კოლონტარის მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელა. საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ევაკუაცია ხორციელდება მთავრობის განცხადების ფონზე, რომ მიაღწია წარმატებას ავარიის ლიკვიდაციის პროცესში. ორშაბათს ქალაქ დასავლეთ უნგრეთის ქალაქ აიკაში მდებარე ალუმინის ქარხანაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღვრილმა წითელმა ტოქსიკური შლამმა დაახლოებით 7 დასახლებული პუნქი დატბორა. უნგრეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ტოქსიკური ნარჩენების ჩაღვრა მდინარე დუნაში, საფრთხეს არ უქმნის მეზობელ ქვეყნებს. ეკოლოგების მტკიცებით, ხელისუფლება ცდილობს შეამციროს მოხდარი ავარიის შედეგები.
XS
SM
MD
LG