Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიციამ ექიმთა დიდი ჯგუფი დააკავა


საბუთების გაყალბებისათვის დღეს 11 ექიმი დააკავეს საქართველოში. ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილსისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო მუშაკები სისტემატურად გასცემდნენ ყალბ სამედიცინო ცნობებს და დასკვნებს. ამის სანაცვლოდ პაციენტებს სხვადასხვა რაოდენობის თანხას სძალავდნენ. დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა უკვე გაავრცელეს ერთ-ერთი დაკავებული ექიმის აღიარებითი ჩვენება. ეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მეორე ხმაურიანი დაკავებაა. 17 სექტემბერს სამართალდამცველებმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე და კომპანია "ენ-ფარმა პლუსის" დამფუძნებელი ზურაბ ნატროშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG