Accessibility links

logo-print

მედვედევი მოსკოვის ახალი მერის ვინაობას ათ დღეში დაასახელებს


მოსკოვის მერის პოსტზე რუსეთის მმართველმა „ედინაია როსიამ“ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ოთი კანდიდატურა შესთავაზა. სიაში მოხვდნენ ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი, მთავრობის აპარატის მეთაური სერგეი სობიანინი, ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორი ვალერი შანცევი და მოსკოვის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ლიუდმილა შვეცოვა. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი თანამდებობიდან 28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი ბრძანებულებით გადააყენა. გავრცელებული ინფორმაციით, დმიტრი მედვედევი ათი დღის ვადაში გადაწყვეტს, თუ ვინ გახდებს მოსკოვის ახალი მერი.
XS
SM
MD
LG