Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ხუთიდან ოთხ სოფელში ვერ გამოავლინა საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული რაიმე სამუშაოებიო, - წერს გაზეთი და იქვე ამატებს: ევროკავშირის მონიტორები რომ მუშაობდნენ არა მხოლოდ მომხდარ ფაქტზე რეაგირების ფორმატში, არამედ მუდმივი დაკვირვების რეჟიმში, თავისუფლად აღმოაჩენდნენ საზღვრის დემარკაციის ფაქტებსაც და იმასაც, თუ ვინ სჩადის ამასო. „მთელი კვირა“ წერს, რუსები საზღვრის აღმნიშვნელ ბოძებს ტოვებენ და მიდიან, რასაც მხოლოდ მოსახლეობა ხედავსო.

„ქრონიკა“ წერს 7 პარტიის მიერ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად შემუშავებული დოკუმენტის შესახებ და აქვეყნებს ინტერვიუს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. ”მე ვგრძნობ რეგიონებში სიარულის დროს, რომ არავის სურს არეულობა და დესტაბილიზაცია, ყველას უნდა მშვიდობიანი ცვლილება საქართველოში”, - ამბობს ალასანია და დასძენს: „დღეს სოლიდური პოლიტიკური ძალები დავსხედით სამუშაოდ და შევთანხმდით - ასე ერთად ამდენი ძალა არასოდეს გამოსულა კონკრეტული, იურიდიულად გამართული წინადადებებით. ამას ხელისუფლება ვერანაირ არგუმენტს ვეღარ დაუპირისპირებს. ამიტომ მწამს, რომ ამ გზაზე წარმატება გვექნებაო."

თუმცა დღევანდელ ქართულ პრესაში, ისევე როგორც სხვა დროს, ხშირად შეხვდებოდით საპირისპირო მოსაზრებასაც, რომ საქართველო სწორედ არეულობას უნდა ელოდეს. იმავე „კვირის ქრონიკის“ პირველ გვერდზე ნახავთ ასეთ ფრაზას: „ხალხს აქვს თავის დაცვის უფლება. ხელისუფლება რომ ესხმის თავს, უნდა მოიგერიოს. მარტივი ენით რომ ვთქვათ, შეიძლება აიღოს ხალხმა თოფი და ესროლოს.“ ესაა ამონარიდი პროფესორ ოთარ გამყრელიძესთან ინტერვიუდან.

„ასავალ-დასავალის“ პირველ გვერდზე კი ორი მსგავსი ფრაზაა. ერთი: „ყველა პარტია შევიკრიბოთ, მივცეთ გადადგომის ულტიმატუმი ამ ახალგაზრდას, დავუთქვათ თარიღი და თუ არ გადადგება, გარეთ უნდა გამოვიდეთ და გავაგდოთ” - ამას შალვა ნათელაშვილი ამბობს. აქვეა მეორე ფრაზა -ამონარიდი ინტერვიუდან ვალერი გელბახიანთან, რომელსაც გაზეთი პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ცნობილ იურისტად მოიხსენიებს: „ხალხს ყველაფერი შეუძლია და თუ სააკაშვილმა ჯარი გამოიყვანა და სისხლი დაღვარა, ის ჩაუშესკუსავით დაამთავრებს ან, როგორც მინიმუმ, მილოშევიჩის ბედი გარანტირებული აქვს.“ ეს „ასავალ-დასავალის“ პირველი გვერდია.

5 ოქტომბერი

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG