Accessibility links

logo-print

ჩილეში დასრულდა სამაშველო გვირაბის გათხრა ნაავარიევ მაღაროში


ჩილეში მაშველებმა დაასრულეს გვირაბის გათხრა, რომლის საშუალებით მიწის ზედაპირზე აპირებენ იმ 33 მაღაროელის ამოყვანს, რომლებიც 5 აგვისტოდან არიან ბლოკირებულნი მიწის ქვეშ. ინჟინრები წყვეტენ, თუ როგორ გაამაგრონ გვირაბი ისე, რომ სამაშველო კაფსულამ დაუბრკოლებლად მოახერხოს მოძრობა. მაღაროელებს კაფუსლის დახმარებით სათითაოდ ამოიყვანენ. წინასწარი გათვლებით მსგავსი სამაშველო ოპერაცია შესაძლებელი გახდებს სამი დღის შემდეგ. აგვისტოს დასაწყისში მაღაროელები ქანების ჩამოშლის შედეგად აღმოჩნდნენ მაღაროში განმომწყვდეულნი. მათ თითქმის ორი თვის განმავლობაში ვიწრო არხებით აწვდიან წყალსა და საკვებს.
XS
SM
MD
LG