Accessibility links

logo-print

ირანმა ბირთვულ ობიექტებზე ჯაშუშობის ფაქტები აღმოაჩინა


ირანის ხელისუფლებამ დღეს დაადასტურა, რომ ქვეყნის ბირთვულ ობოექტებზე ჯაშუშობის შემთხვევები გამომაჟღავნდა. ირანის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ ირანის ატომური ენერგიის სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ალი აკბარ სალეჰის სიტყვები, რომ უწყების რამდენიმე თანამშრომელი გეგმავდნენ საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვას დასავლეთის ქვეყნებისათვის. საჰელიმ თქვა, რომ მომხდარის გამო ქვეყნაში მომეტებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული და გაუმჯობესდა ბირთვული სფეროს მუშაკთა შრომის პირობები. მანამდე ირანის ხელისუფლებმა ქვეყნის წინააღმდეგ „ელექტრონული ომი“ უწოდა კომპიუტერულ ვირის Stuxnet-ს, რომელმაც ბუშერის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელთა კომპიუტერები დააზიანა.
XS
SM
MD
LG