Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძემ რუმინეთში შეხვედრები გამართა


რუმინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. როგორც “მედიანიუსს” ვიცე პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სენატის პრეზიდენტმა გიორგი ბარამიძესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და გამოხატა მზადყოფნა, საქართველოს აქტიურად დაუჭიროს მხარი საპარლამენტო ორგანიზაციებში, მათ შორის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ნატოს სამიტის წინ დაგეგმილია შესაბამისი რეზოლუციის მიღება. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ლისაბონის სამიტის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ურყევი პოზიცია. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროებას ეკონომიკის და საინვესტიციო სფეროში.
XS
SM
MD
LG