Accessibility links

logo-print

ჩილელი მაღაროელების ამოყვანა ოთხშაბათს დაიწყება


ოპერაცია, რომელიც 33 ჩილელი მაღაროელის მიწის ზემოთ ამოყვანას ითავლისწინებს, სავარაუდოდ 13 ოქტომბერს დაიწყება. ამის თაობაზე ქვეყნის სამთო მრეწველობის მინისტრმა ლოურენს ჰოლბორნმა განაცხადა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩილეში მაშველებმა დაასრულეს გვირაბის გათხრა, რომლის საშუალებით მიწის ზედაპირზე აპირებენ იმ 33 მაღაროელის ამოყვანს, რომლებიც 5 აგვისტოდან არიან ბლოკირებულნი მიწის ქვეშ. ინჟინრები წყვეტენ, თუ როგორ გაამაგრონ გვირაბი ისე, რომ სამაშველო კაფსულამ დაუბრკოლებლად მოახერხოს მოძრობა. მაღაროელებს კაფუსლის დახმარებით სათითაოდ ამოიყვანენ. აგვისტოს დასაწყისში მაღაროელები ქანების ჩამოშლის შედეგად აღმოჩნდნენ მაღაროში განმომწყვდეულნი. მათ თითქმის ორი თვის განმავლობაში ვიწრო არხებით აწვდიან წყალსა და საკვებს.
XS
SM
MD
LG