Accessibility links

ბელგრადში გეი-აღლუმის დროს შეტაკებები მოხდა


დღეს სერბიის დედაქალაქში სერიოზული შეტაკება მოხდა. ბელგრადში კვირას დაახლოებით 1000 კაცი მონაწილეობდა გეი-აღლუმში. მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოებას 5 ათასზე მეტი პოლიციელი იცავდა, თუმცა მათ ვერ მოახერხეს დაპირისპირების თავიდან აცილება მემერჯვენე- რადიკალური დაჯგუფებების აქტივისტებთან. ქალაქის ქუჩებში პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებთან შეტაკების დროს 80-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა - მძიმეა. დაშავდა გეი-აღლუმის ჩატარების ათობით მოწინააღმდეგე. ახალგაზრდების ჯგუფები ისროდნენ აალებადი ნივთირებით სავსე ბოთლებს და ცეცხლი წაუკიდეს შტაბ-ბინას დემოკრატიული პარტიისა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ხელმძღვანელობს. აგრესიულმა ბრობომ დაამსხვრია მაღაზიის ვიტრინები და გაიტაცა საქონელი. ზარალი დაახლოებით მილიონ ევროს შეადგენს. სერბიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დამნაშავეებს მკაცრად დასჯის.
XS
SM
MD
LG