Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ყირგიზეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრცეველთა 55 პროცენტმა მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. ხმის მიცემის საარჩევნო უბნებზე ძალადობა არ დაფიქსირებულა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების შესახებ პირველ ინფორმაციას ორშაბათ დილას გამოაქვეყნებს. ყირგიზეთის ახალი კონსტიტუციის თანახმად, არჩეულ პარლამენტს ენიჭება უფლებამოსილება აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მეტი ძალაუფლება ექნება, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG