Accessibility links

logo-print

პოლიციელების მიერ მოკლული იატალიელის ოჯახი 2 მილიონ ევროს მიიღებს


იტალია 2 მილიონ ევროს გადაუხდის ფედერიკო ალდროვანდის ოჯახს. ახალგაზრდა კაცი 2005 წელს პოლიციელთა ცემის შედეგად მიყენებული ტრამვებისაგან გარდაიცვალა. პოლიციელებმა ფედერიკო ალდროვანდი დოკუმენტების შემოწმებისას დააკავეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. როგორც მედია წერდა, გამოძიების დროს პოლიციის ხელმძღვანელობა ყოველმხრივ ცდილობდა დაეფარა თანამშორმლები და გამოძიება მცდარ გზაზე დაეყენებინა. შეთანხმება, რომელიც დაღუპულის ნათესავებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმდა, სახელმწიფოს მიმართ სარჩელის შეწყვეტას ითავლისწინებს. თუმცა, ალდროვანდის მკველობაში უშუალო მონაწილე პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG