Accessibility links

ნატოს ბენზინმზიდებზე იერიშებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა


პაკისტანელი თალიბები აცხადებენ, რომ პასუხიმგებლობას იღებენ ბენზინით დატვირთულ ავტოცისტერნებზე განხორციელებულ იერიშებზე. საწვავი ავღანეთში განლაგებული ნატოს სამხედრო ძლაებისათვის იყო განკუთვნილი. თალიბანის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ ავტოკოლონებზე თავდასხმა გაგრძელდება მანამ, ვიდრე შეერთებული შტატები არ შეწყვეტს უპილოტო თვითმფრინავების იერიშებს პაკისტან-ავღანეთის საზღავრზე. შაბათს ქალაქ სიბისთან მეამბოხეებმა საწვავით დატვირთული სულ მცირე 30 ავტოცისტერნა დაწვეს. ბოლო კვირის განმავლობაში კი ასეთი თავდასხმა სულ ექვსჯერ განხორციელდა.
XS
SM
MD
LG