Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში გეი-აღლუმზე შეტაკებები მოხდა


100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დღეს სერბიის დედაქალაქში მომხდარი შეტაკების შედეგად. ბელგრადში კვირას დაახლოებით 1000 ადამიანი მონაწილეობდა გეი-აღლუმში. მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოებას 5 ათასზე მეტი პოლიციელი იცავდა, თუმცა მათ ვერ მოახერხეს დაპირისპირების თავიდან აცილება მემერჯვენე-რადიკალური დაჯგუფებების აქტივისტებთან. აგრესიულმა ბრბომ დაამსხვრია მაღაზიის ვიტრინები და გაიტაცა საქონელი. ახალგაზრდების ჯგუფებმა ცეცხლი წაუკიდეს შტაბ-ბინას დემოკრატიული პარტიისა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ხელმძღვანელობს. ბელგრადის მერის, დრაგან ჯილასის თქმით, ზარალი დაახლოებით მილიონ ევროს შეადგენს. „ქალაქში მცხოვრები ყველა ნორმალური ადამიანი დამწუხრებულია და შეწუხებულია იმით, რაც ხდება და რაც უკვე მოხდა. ვწუხვარ იმ ადამიანების ბედზე, ვინც აღლუმში მონაწილეობა მიიღო. მათ კარგი არაფერი ელოდებათ. აქ არიან ადამიანები, რომელთა განზრახვაა, მოშალონ ქალაქის მთელი ცხოვრება. საბედნიეროდ, ქალაქს შესწევს უნარი, თავიდან აიცილოს ამგვარი რამის განმეორება.“ ქალაქის ქუჩებში პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებთან შეტაკების დროს ასამდე მეტი პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა - მძიმეა. დაშავდა გეი-აღლუმის ჩატარების ათობით მოწინააღმდეგე. რამდენიმე ათეული მოძალდე დაკავებულია. სერბიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დამნაშავეებს მკაცრად დასჯის.
XS
SM
MD
LG