Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში გეი-პარადზე მომხდარი შეტაკების დროს 120 ადამიანი დაშავდა


უკანასკნელ მონაცემებით, ბელგრადში, კვირას, პოლიციასთან მომხდარი შეტაკების შედეგად, დაახლოებით 120-მა ადამიანმა სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო, 100-მდე კი ადამიანი დაკავებულია. ასობით ახალგაზრდა მაშინ დაესხა თავს პოლიციას, როდესაც ისინი ბელგრადში გამართულ-გეი აღლუმს იცავდნენ. ახალგაზრდებმა პოლიციას ქვები და ცეცხლწაკიდებული ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა.

XS
SM
MD
LG