Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბალკანეთში ვიზიტს იწყებს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიციალურ ვიზიტებს იწყებს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და კოსოვოში. დღეს კლინტონი სარაევოში ბოსნიის ლიდერებს შეხვდება, რათა მათთან ერთად განიხილოს რამდენიმე ხნის წინ, ბოსნიაში გამართული არჩევნების შედეგები. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ბელგრადში გაემართება, სადაც სერბეთის ხელისუფლებასთან ერთად კოსოვოს პრობლემას განიხილავს. სექტემბრის დასაწყისში სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს კოსოვოს ხელისუფლებასთან, თუმცა არასდროს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG