Accessibility links

logo-print

ნობელის პრემიის ლაურეატს პეკინის ციხეში მეუღლემ მოინახულა


მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატის ჩინელი დისიდენტის ლიუ სიაობოს ქმარს ჩინეთის ხელისუფლებამ ნება დართო მოენახულებინა მეუღლე, რომელიც ამჟამად პეკინის ციხეში პატიმრობას იხდის. ოფიციალურმა პეკინმა უარყოფითად შეაფასა ნობელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილება და ნორვეგიას პროტესტი გამოუცხადა. ლიუ-სიაობოს ჩინეთის სასამართლომ გასულ წელს 11 წლიანი პატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯა, რაც მას ბრალი დასდეს კომუნისტური რეჟიმის ნგრევის მცდელობაში და ე.წ. ”ქარტია 08”-ის შექმნაში, სადაც ჩინეთის ხელისუფლებას ის დემოკრატიული რეფორმებისაკენ მოუწოდებდა.

XS
SM
MD
LG