Accessibility links

logo-print

"თავისუფალი აზრის სახლში" პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ .


როგორც "ინტერპრესნიუსი" "თავისუფალი აზრის სახლის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, საკონსულტაციო შეხვედრაზე პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების დამფუძნებელი კონფერენციის მონაწილე 17 პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. დღესვე გადაწყდება კონფერენციის საბჭოს დაკომპლექტებასა და პირველი სხდომის მოწვევასთან დაკავშირებული საკითხებიც. საორგანიზაციო ჯგუფი საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციასაც მიაწვდის.

კონფერენცია "თავისუფალი აზრის სახლში" დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG