Accessibility links

logo-print

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მიმდინარე კვირას დაამტკიცებს


პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მიმდინარე კვირას საბოლოოდ დაამტკიცებს. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდებიან. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პრინციპების დონეზე უკვე შეთანხმებულია, მიმდინარე კვირას კი პროექტი მხოლოდ რედაქციულად გასწორდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ვენეციის კომისიამ უკანასკნელი რეკომენდაციების წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა და კვლავ გააპროტესტა ის საკითხები, რაზეც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა. კერძოდ, მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი და ა.შ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაბა თითქმის ერთ წელი მიმდინარეობდა. პროექტი მნიშვნელოვნად ასუსტებს პრეზიდენტის უფლებამოსლებას და ზრდის პრემიერ – მინისტრის სტატუსს.
XS
SM
MD
LG