Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ბალკანეთში გაემგზავრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს ვაშინგტონი დატოვა და გაემართა ბალკანეთის ქვეყნებში სამოგზაუროდ. კლინტონი ჩავა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბიაში და კოსოვოში. თავის სამდღიან ვიზიტს კლინტონი დაიწყებს ბოსნიაში, სადაც ის ბოსნიის ლიდერებს შეხვდება და განიხილავს ვითარებას ეთნიკურად გაყოფილ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ის ჩავა სერბიაში, რომლის ლიდერებსაც ის მოელაპარაკება კოსოვოს და რეგიონული უსაფრთხოების სხვა საკითხებზე. ბელგრადი ახლახან დათანხმდა კოსოვოს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებას ევროკავშირის შუამავალობით. ბალკანეთში მოგზაურობას სახელმწიფო მდივანი დაასრულებს კოსოვოში, სადაც ეთნიკურ ალბანელ ლიდერებს და სერბული უმცირესობის წარმომადგენლებს მოელაპარაკება.
XS
SM
MD
LG