Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები ჩინეთს მოუწოდებენ გაათავისუფლოს ლიუ


გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოთხი ექსპერტი მოუწოდებს ჩინეთს, გაათავისუფლოს საპატიმროდან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი, ლიუ სიაობო. მათი განცხადებით, ლიუ არის ადამიანის უფლებათა მამაცი დამცველი, რომელიც თანმიმდევრულად და მშვიდობიანი გზით იცავს ამ უფლებებს. ლიუ 11 წლიან სასჯელს იხდის ჩინეთში იმის გამო, რომ დაკავშირებულია „ქარტია 08-სთან“ -დოკუმენტთან, რომელშიც ჩინეთის მთავრობას რეფორმებისკენ მოუწოდებდნენ. აშშ-მა, ისევე როგორც ევროპის კავშირის წევრმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა, უკვე მიმართეს მოწოდებით პეკინს, გაათავისუფლოს ლიუ საპატიმროდან.
XS
SM
MD
LG