Accessibility links

logo-print

რუსეთის რეგიონებში არჩევნებში „ედინაია როსია“ ლიდერობს


რუსეთში გამართულ რეგიონულ და საქალაქო საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებში ლიდერობს პარტია „ედინაია როსია“. წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია ლიდერობს ასევე ქალაქების მერების არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ჩუროვის თქმით, ამ არჩევნებზე არასაპარლამენტო პარტიებმა მეტი მხარდაჭერა მოიპოვეს, ვიდრე წინა არჩევნებზე. დამოუკიდებელმა მეთვალყურეებმა განაცხადეს არაერთი დარღვევის შესახებ. ჩუროვმა განაცხადა, რომ დარღვევები უმნიშვნელო იყო.
XS
SM
MD
LG