Accessibility links

ისრაელის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ახალი ინიციატივით, რომელიც უკვე უარყოფილ იქნა პალესტინელების მიერ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ დღეს გამოვიდა ახალი ინიციატივით, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაულ დასახლებათა მშენებლობის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ ნეტანიაჰუმ პალესტინელებისაგან მოითხოვა ისრაელის აღიარება ებრაელთა სამშობლოდ. მის წინადადებას უმალვე მოჰყვა პალესტინელების უარი. ნეტანიაჰუ, რომლისგანაც საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს, გაგრძელდეს ებრაულ დასახლებათა მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის მოქმედების ვადა, ახალი ინიციატივით დღეს პარლამენტში გამოვიდა. მაგრამ პალესტინელებმა ინიციატივა უარყვეს, მათმა წარმომადგენელმა საებ ერეკატმა კი განაცხადა, რომ ნეტანიაჰუს მოთხოვნას არაფერი აქვს საერთო კრიზისთან, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებას უკავშირდება. პალესტინელები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებიდან გავლენ, თუ არ გაგრძელდება დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა. სამშვიდობო მოლაპარაკება ერთი თვეც არ გაგრძელებულა, ვიდრე ჩიხში შევიდოდა.
XS
SM
MD
LG