Accessibility links

უნგრეთში დააკავეს დირექტორი კომპანიისა, რომლის კუთვნილი საწარმოდანაც ტოქსიკური შლამი გადმოიღვარა


უნგრეთის პოლიციამ დააკავა აღმასრულებელი დირექტორი კომპანიისა, რომლის კუთვნილი საწარმოდანაც ტოქსიკური შლამი გადმოდაიღვარა. პოლიციის განცხადებით, ზოლტან ბაკონი ეჭვმიტანილია საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნაში, რასაც რამდენიმე ადამიანის სიკვდილი და გარემოს დაბინძურება მოჰყვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, მთავრობამ უნდა ჩაიბაროს უნგრეთის ალუმინის საწარმო და სავაჭრო კომპანიის მართვა, რადგან საჭიროა ალუმინის ქარხანაში პროდუქციის უსაფრთხო განახლების უზრუნველყოფა, ათასობით სამუშაო ადგილის გადასარჩენად. რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ავარიის შედეგად, წითელი ტოქსიკური შლამი დაიღვარა. მიმდინარეობს სამუშაოები დამბის ასაგებად, რათა ახლო მდებარე დასახლებები დაიცვან, რეზერვუარიდან ტოქსიკური ნივთიერების განმეორებით დაღვრის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG