Accessibility links

logo-print

შვარცენეგერი აქებს რუსეთში ინვესტირების შესაძლებლობებს


კალიფორნიის გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი რუსეთში იმყოფება ვიზიტით, რომლის მიზანიც არის მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ინიციატივის ხელშეწყობა. ამ ინიციატივით პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოდის. შვარცენეგერი ხელმძღვანელობს ბიზნესმენების დელეგაციას, რომელიც დღეს მოსკოვში შეხვდა მედვედევს, ვიდრე ქალაქ სკოლკოვოში გაემგზავრებოდა. მედვედევის სურვილია, სკოლკოვოში შეიქმნა კალიფორნიის ცნობილი “სილიკონ ველის“ მსგავსი ტექნოლოგიური ცენტრი. ჟურნალისტებთან საუბრისას, შვარცენეგერმა ქება შეასხა მედვედევის ინიციატივასა და რუსეთში ინვესტირების შესაძლებლობებს.
XS
SM
MD
LG