Accessibility links

logo-print

პარლამენტი დღეს საბოლოოდ დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს


საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი ძალაში 2011 წლის პირველი იანვრიდან შევა, ის ნაწილი კი, რომელიც სახელისუფლო შტოებს შორის ძალთა ახლებურ ბალანსს ეხება - 2013 წლის პირველ დეკემბერს, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ვენეციის კომისიამ უკანასკნელი რეკომენდაციების წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა და კვლავ გააპროტესტა ის საკითხები, რომლებზეც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ. კერძოდ, მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი და ა.შ... საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა თითქმის ერთ წელი მიმდინარეობდა. პროექტი მნიშვნელოვნად ასუსტებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ზრდის პრემიერ-მინისტრის სტატუსს.
XS
SM
MD
LG